კალმახი
ლიმონით და ნიორით
მასალა:
კალმახი
2ც.
ლიმონი
2ც.
ნიორი
3–4ც.
ნახევარი
ლიმონის წვენი
პილპილი
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კალმახი
გავასუფთავოდ, გავუკეთოთ საშუალო ზომის
ჭრილები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და
მოვასხათ ლიმონის წვენი. ლიმონი და
ნიორი დავჭრათ თხელ რგოლებად. თევზის ერთ ჭრილში ჩავდოთ ლიმონის ნაჭერი, ხოლო
მეორეში ნიორის ნაჭერი (ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ) (ამგვარი მეთოდით
მოვამზადოთ დარჩენილი 1 კალმახი),გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, მოვათავსოთ
თევზები, გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ წავუსვათ თევზებს ზეთი და შევდგათ
180*–ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. შევწვათ 20–30 წუთის განმავლობაში.
გავაფორმოთ ლიმონით და მწვანილით.
|