ინდაური ფორთოხლის სოუსში
მასალა:
ინდაური (მკერდის მხარე) 800გრ.
ზეთი შესაწვავად
1ც. ფორთოხლის წვენი
ინდაურის ბულიონი 250მლ.
ნიორი 2–3 კბილი
პურის ფქვილი 2 ს/კ.
რეჰანი, პილპილი და მარილი გემოვნებით
შაქარი ცოტა.
მომზადება:
პურის ფქვილი მოვხალოთ. დანაყილი ნიორი შევწვათ დაჭრილ რეჰანთან
ერთად. ინდაური მოვხარშოთ, მოხარშვის შემდეგ ბულიონი შევინახოთ დაახლოებით 250მლ.
ხოლო ინდაური გადმოვიღოთ ცალკე ჭურჭელში, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, ცოტა შაქარი
და შევწვათ ცხიმწასმულ ტაფაზე. შემდეგ დავამატოთ შენახული ბულიონი, ფორთოხლის
წვენი, მოხალული პურის ფქვილი, ნიორთან ერთად შემწვარი რეჰანი და ვთუშოთ 10–15
წუთი. მომზადების შემდეგ ხორცი ამოვიღოთ სოუსიდან, დავჭრათ სასურველი ზომის
ნაჭრებად, მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე (სურვილისამებრ შემწვარ კარტოფილთან ერთად)
გავაფორმოთ წვანილით და სუფრაზე გავიტანოთ მომზადებულ სოუსთან ერთად. გავაფორმოთ
წვანილით.
|