იხვი კომშით
მასალა:
იხვი 1ც.
კომში 500გრ.
თაფლი (ნატურალური) 2 ჩ/კ.
შავი პილპილი 0,5 ჩ/კ.
მარილი 2 ჩ/კ.
მომზადება:
გასუფთავებული იხვს წავუსვათ შავ პილპილში არეული მარილი, როგორც
შიგნით ასევე გარედან და ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას. თითოეული კომში
დავჭრათ 8 ნაჭრად (გულები ამოვაჭრათ), დაჭრილი კომშით ამოვავსოთ იხვის მუცელი,
შემდეგ მუცლის მხარე შევაერთოდ ერთმანეთს ხის ჩხირებით, ხოლო ფეხები და ფრთები
შევკრათ ძაფით, რათა ლამაზად შეიწვას. იხვს ზემოდან წავუსვათ თაფლი, მოვათავსოთ
ფორმაზე და შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში (ფორმა უკეტესია
შევდგათ აირღუმელში შუაში). 20 წუთის შემდეგ ფორმაზე მოვათავსოთ დარჩენილი კომში
და კვლავ შევდგათ აირღუმელში იხვის შეწვამდე.
|