გურული
მასალა:
ქათამი 1ც.
ხახვი 3 თავი
ნიგოზი 2 ს/კ.
ღვინის ძმარი 1/2 ჭიქა
ერბო 1 ს/კ.
ჯანჯაფილი გახეხილი 1 ს/კ.
წითელი დაფქვილი წიწაკა 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 2 ს/კ.
დაჭრილი ოხრახუში 2 ს/კ.
დარიჩინი 2 ს/კ.
მიხაკი 6ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, შევწვათ
ერბოში. გატარებულ ნიგოზს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ხახვი, ჯანჯაფილი,
წიწაკა, ხმელი ქინძი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი, მოვასხათ ძმარი, კარგად ავურიოთ,
დავასხათ შემწვარ ქათმის ნაჭრებს და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე თავდახურულად 20–30
წუთი. სუფრაზე გატანის წინ თეფშზე მოვუწყოთ მოხარშული ბრინჯი და მოვაყაროთ
მწვანილი გემოვნებით.
|