გოგრის პონჩიკები
მასალა:
გოგრა 500გრ.
პურის ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 1 ს/კ.
საფუარი (დროჟი) 15გრ.
ზეთი 2 ს/კ
დამატებით ზეთი შესაწვავად
შაქრის პუდრა პონჩიკებზე მოსაყრელად.
მომზადება:
გასუფთავებული (კანგაცლილი და კეკლებგამოცლილი) გოგრა მოვხარშოთ ცოტა
რაოდენობის წყალში, შემდეგ ჩავჭყლიტოთ. ფქვილს დავამატოთ შაქარი, საფუარი, ზეთი,
გოგრა და მოვზილოთ ცომი, დავდგათ თბილ ადგილზე 2 საათით. შემდეგ მომზადებული
ცომისგან გავაკეთოთ სასურველი ზომის პონჩიკები და შევწვათ დიდი რაოდენობის ზეთში.
მომზადების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|