ღვიძლის ყაურმა
მასალა:
ღორის (ან ცხვრის) ღვიძლი 500გრ.
ხახვი 5-6 თავი.
პომიდორი 5-6ც.
ნიორი 1–2 კბილი
ქინძი, ოხრახუში, ტარხუნა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მცენარეული ზეთი 3 ს/კ.
მომზადება:
ღვიძლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ
წყალი ისე რომ ფარავდეს ხორცს და
მოვხარშოთ, მოხარშვის შემდეგ გადავუწუროთ წყალი, მოვასხათ ზეთი, დავაყაროთ წვრილად
დაჭრილი ხახვი და მოვთუშოთ შეწითლებამდე, შემდეგ
დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი მწვანილები,
პილპილი, მარილი კარგად ავურიოთ, ვთუშოთ 10–15 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ და
მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|