ღორის ხორცი მოთუშული კომბოსტოთი
მასალა:
ღორის ხორცი 200გრ.
კომბოსტო 1 საშუალო თავი
სტაფილო 2ც.
ხახვი 2 თავი
მდოგვი (მარცვლები) 1 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ.
პურის ფქვილი 3 ს/კ.
ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.
დაფნის ფოთოლი 1–2ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ, დავამატოთ წვრილად
დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ, შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო ვთუშოთ 10 წუთი,
დავამატოთ ტომატ–პასტა, არაჟანი, მარილი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ვთუშოთ 5 წუთი
ბოლს დავამატოთ პურის ფქვილი, კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან. კომბოსტო
დავჭრათ წვრილად სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი მდოგვი, კარგად ავურიოთ და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ
დავამატოთ მოთუშული ხორცი, ავურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან.
|