გამომცხვარი ქათამი არაჟნით და ყველით
მასალა:
ქათმის ბარკლები 4ც.
არაჟანი 4 ს/კ.
ნიორი 2 კბილი
ყველი 100გრ.
ხმელი ქინძი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ბარკლებს წავუსვათ მარილი, ხმელი ქინძი და შავი პილპილი.
არაჟანს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი ყველი და კარგად ავურიოთ.
ქათმის ბარკლები მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ სოუსი,
ფორმას გადავაფაროთ ფოლგა, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ ფოლგით 20 წუთი, ხოლო
შემდეგ ფოლგის გარეშე კვლავ 20 წუთი.
|