
ჩირის კანფეტები
მასალა:
შავი ქლიავის ჩირი 1 ჭიქა
ქიშმიში 1 ჭიქა
დაჭრილი ნიგოზი 1/2 ჭიქა
ალუბალი ან ბალი 10ც.
ქოქოსის ფანტელები 4 ს/კ.
შაქარი 1 ჭიქა
მომზადება:
ალუბალს გამოვაცალოთ კურკა და გავჭრათ შუაზე. ქლიავის ჩირი, ქიშმიში
და ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, დავამატოთ ქოქოსის ფანტელები კარგად
ავურიოთ და მიღებული მასისგან გავაკეთოთ კანფეტები. თითოეული კანფეტის შუაში
მოვათავსოთ ალუბლის ნახევარი. მომზადებული კანფეტები ამოვავლოთ შაქარში. (გამოდის
20 ცალი კანფეტი).
|