ჭარხალი ქინძით და ნიორით
მასალა:
ჭარხლი 2 დიდი თავი
ხახვი 1 თავი
ქინძი 1 კონა
ნიორი 3–4 კბილი
ხმელი ქინძი 0.5 ჩ/კ.
მცენარეული ზეთი 2–3 ს/კ.
ძმარი 1–2 ს/კ.
დაფქვილი წითელი ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭარხალი მოვხარშოთ, გავაცივოთ, გავასუფთავოდ და გავხეხოთ, დავამატოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ძმარი,
ზეთი, მარილი და კარგად ავურიოთ. (სურვილისამებრ ზეთის მაგივრად შეგვიძლია
გამოვიყენოთ მაიონეზი).
|