ჭინჭარი ნიგვზით
მასალა:
ჭინჭარი 1კგ.
ხახვი 3–4 თავი
ნიგოზი 200გრ.
ქინძი 1 კონა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გადარჩეული (ჭინჭრის წვერები და ძირი გადავყაროთ) გარეცხილი ჭინჭარი
მოვხარშოთ, გადავიტანოთ დუშლაკზე, რომ წყლიდან დაიწრიტოს. ნიგოზი და მარილი კარგად
დავნაყოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და კარგად ავურიოთ. გავაფორმოთ
ბროწეულის მარცვლებით.
მეორე ვარიანტი
ერბოკვერცხით
მასალა:
ჭინჭარი 1კგ.
ხახვი 2–3ც.
ერბო 1 ჭიქა
კვერცხი 3–4ც.
ქინძი 1 კონა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გადარჩეული (ჭინჭრის წვერები და ძირი გადავყაროთ) გარეცხილი ჭინჭარი
მოვხარშოთ, გადავიტანოთ დუშლაკზე, რომ წყლიდან დაიწრიტოს. ტაფაზე დავასხათ ერბო,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოხარშული ჭინჭარი და მოვშუშოთ, შემდეგ მოვასხათ
ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ მარილი ქინძი და გავაჩეროთ გაზქურაზე კვერცხის
მზადყოფნამდე.
|