ბუტერბროტი ყაბაყით
მასალა:
თეთრი პური (ბატონი)
ყაბაყი 300გრ.
პომიდორი 2ც.
ნიორი 2 კბილი
ყველი 100გრ.
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
პური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ყაბაყი და პომიდორი
გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბიკებად. დაჭრილი ყაბაყი ვთუშოთ ტაფაზე 5 წუთი, შემდეგ
დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და
ვთუშოთ 10 წუთი. მომზადებული მასა მოვათავსოთ თითოეული პურის ნაჭერზე, პურის
ნაჭრები მოვათავსოთ ცხიმწამულ გამოსაცხობ ფორმაზე და თითოეულ პურის ნაჭერს ზემოდან
დავადოთ თითო–თითო ნაჭერი ყველი, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 10 წუთის
განმავლობაში, მომზადების შემდეგ მოვაყაროთ მწვანილი.
|