ბულგარული წიწაკა ბოსტნეულით
მასალა:
ბულგარული წიწაკა 8ც.
ბრინჯი 1 ჭიქა
ხახვი 2 თავი
სტაფილო 2ც.
პომიდორი 2ც.
ნიორი 3 კბილი
წყალი 2 ჭიქა
დაფნის ფოთოლი 1ც.
ძმარი 3–4 ს/კ.
ცოტა შაქარი
პიტნა, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი გემოვნებით,.
მომზადება:
მარინადის მოსამზადებლად წყალს დავამატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი,
შაქარი, პიტნა, წიწაკა და ვხარშოთ 5 წუთი, შემდეგ დავასხათ ძმარი და წამოვადუღოთ.
ბულგარული წიწაკა გავასუფთავდ (კეკლები გამოვაცალოთ) ბრთხილად, გავრეცხოთ, და
ჩავაწყოთ მომზადებულ მარინადში, ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ გავაცივოთ და
ამოვავსოთ ფარშით. ფარშის მოსამზადებლად
ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად
დაჭრილი ქინძი,ოხრახუში, ნიორი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კანგაცლილი
პომიდორი და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი, დავამატოთ მოხარშული ბრინჯი, მოვაყაროთ მარილი,
წიწაკა და კარგად ავურიოთ.
|