ბრინზის და შებოლილი ხორცის პაშტეტი
მასალა:
შავი პური 1ც.
კარაქი 100გრ.
ყველი (ბრინზა) 150გრ.
შებოლილი ხორცი 100გრ.
ნაღები, მწვანე ხახვი
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პურის დავჭრათ საშუალო
ზომის ნაჭრებად. ჯამში ავთქვიფოთ კარაქი, დავამატოთ გატარებული ყველი, შებოლილი
ხორცი, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ნაღები, წვრილად დაჭრილი ხახვი,
მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ და წავუსვათ თითოეული პურის ნაჭრებს. გავაფორმოთ
მწვანილით.
|