ბრინჯის სუპი ბოსტნეულით
მასალა:
ბრინჯი 100გრ.
კომბოსტო 200გრ.
სტაფილო 1ც.
კარტოფილი 3ც.
პომიდორი 2ც.
ოხრახუში 1 ძირი
ხახვი 1 თავი
მცენარეული ზეთი 2 ს/კ.
წყალი 1 1/2 ლ.
ოხრახუში და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი, სტაფილო და პეტრუშკის ძირი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ
ზეთში, დავასხათ ცხელი წყალი, დავამატოთ გასუფთავებული კუბიკებად დაჭრილი
კარტოფილი და დაჭრილი კომბოსტო, ავადუღოთ, შემდეგ ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და
კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და ვხარშოთ მომზადებამდე. სუფრაზე
გატანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
|