ბრინჯი ანანასით
მასალა:
ბრინჯი 400გრ.
პომიდორი 3ც.
ხახვი 2 თავი
ღვინის ძმარი 1 ს/კ.
ანანასი, შაქარი და მარილი გემოვნებით
მწვანე ხახვი მოსაყრელად
ზეთი შესაწავავად.
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ. ანანასი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ
ზეთში. პომიდორი დავჭრათ წვრილად და ასევე შევწვათ ზეთში, დავამატოთ ანანასი და
ვთუშოთ, მოვაყაროთ მარილი, შაქარი, მოვასხათ ძმარი, ავურიოთ მოხარშული ბრინჯი და
ვთუშოთ 5–10 წუთი. სუფრაზე გატანის წინ თავზე მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
|