ცერცვის ბაკლა
ცერცვი დაარჩიეთ, გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით საკმაო წყალი
და მოხარშეთ ისე, რომ არც ძალიან იშლებოდეს და არც უმი იყოს; მერე წვენი გადაწურეთ
და ბაკლა ლანგარზე მოათავსეთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მარილით
შეანელეთ, სურვილის მიხედვით შეიძლება ზეთის მოსხმა.