ლობიოს მარცვლები გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ წყალში და ვხარშოთ
თიხის ქოთანში. ხარშვისას წყალი იმდენი დავუმატოთ, რამდენსაც ჩაიშრობს. მოხარშული
ლობიო დავყაროთ თუშფლანგზე და გავწუროთ. ავიღოთ დანაყილი ნიგოზი, დავუმათოთ
სანელებლები: ხმელი ქინძი,ხმელი ქონდარი, ყვითელი სუნელი, წიწაკა, ცოტაოდენი
ძმარი,ნიორი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, მაკიდო და ხელით კარგად შევკაზმოთ.
გასუფთავებული მერცხალა სოკო თავისსავე წვენში ჩავშუშოთ, ჩავუმატოთ
ერბო, 2-3 თავი დაჭრილი ხახვი, ცოტა ხნის შემდეგ შევანელოთ წმინდად დაჭრილი
ქინძით, პიტნით და მარილით.