ბადრიჯანი შამფურზე
მასალა:
დიდი ბადრიჯანი 10ც.
ცხვრის დუმა 100გრ.
ცხარე წიწაკა 1–2ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავასუფთავოთ, გავსეროთ სიგრძეზე. ცხვრის დუმა დავჭრათ
წვრილად, დავამატოთ გატარებული წიწაკა, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ,
მიღებული მასით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯანი და ავაცვათ შამფურზე და შევწვათ
მაყალზე. (ასე მომზადებული ბადრიჯანი შეგვიძლია დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და
გამოვაცხოთ აირღუმელში).
|