
მწვანე ლობიოს ფხალი
მასალა:
1.5კგ. მოხარშული მწვანე ლობიო
2 თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი და რამდენიმე ღერი ოხრახუში
200გრ. ნიგოზი
1 ჩ/კ. ხმელი ქონდარი
2/3 ჩ/კ. უცხო სუნელი
4 ს/კ. ზეითუნის ზეთი
ძმარი (მე გამოვიყენე 3 ს.კ ბალზამიკოს ძმარი)
1 ჩ/კ. პაპრიკა
შავი პილპილი, მარილი.
მომზადება:
მოხარშული ლობიო მსუბუქად დაწურეთ ზედმეტი წყლისგან. ხახვი, ნიორი,
ლობიო, მწვანილი, ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში და შეაზავეთ მარილით,
პილპილით, პაპრიკით, ქონდრით, უცხო სუნელით, ზეთით და ძმრით. ყველაფერი კარგად
აურიეთ და რამდენიმე საათი მაცივარში შედგით, გემო რომ კარგად გაუჯდეს.
|