აჭარული (კეჟერა ფხალი ბრინჯით)
მასალა:
3 კონა კეჟერა ფხალი30ც.
100გრ. ბრინჯი
3 თავი ხახვი
100გრ. კარაქი
ოხრახუში 1 კონა
ნიორი, მარილი, წითელი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
კეჟერა ფხალს მოაცილეთ უხეში რტო, გარეცხეთ, დაჭერით წვრილად. მალე
რომ მოიხარშოს, ცელოფნით საყინულეში 1 ღამე გააჩერეთ, მოხარშეთ მარილწყალში.
გადაწურეთ ნახარში წყალი და დაასხით სუფთა წყალი, გააგრძელეთ ხარშვა, როცა
მოიხარშება, ჩაამატეთ კარგად გარეცხილი ბრინჯი. გააგრძელეთ ხარშვა. ცალკე ტაფაში
კარაქში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1ს/კ ტომატი, 1/2 ჩ/კ ყვითელი ყვავილი,
ხმელი ქინძი. როცა ხახვი გამჭვირვალე გახდება, გადაიტანეთ ქვაბში. ფხალს
გემოვნებით დაამატეთ მარილი, პილპილი და ნიორი. მიირთმევენ მჭადთან ერთად. ეს ძალიან უბრალო კერძია,ამიტომ ამით სტუმრების
გამასპინძლებას ერიდებოდნენ.
|