ბადრიჯანი ნივრით
მასალა:
1კგ. ბადრიჯანი
3 თავი ხახვი
1 თავი ნიორი
1-1 კონა მწვანილი
0,5 ჩ/ჭ. ძმარი
ზეთი საჭიროებისამებრ
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მრგვალ ნაჭრებად დაჭრილ ბადრიჯანს მოვაყაროთ მარილი და 1 საათის შემდეგ
გავწუროთ. დავაწყოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ძმარი
წამოვადუღოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ ტეფშზე დაწყობილ შემწვარ
ბადრიჯანს. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ოხრახუში, კამა, ქინძი,
დაკეპილი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
|