ბოსტნეულის რაგუ
სოსისით
მასალა:
კარტოფილის 4 დიდი თავი
კომბოსტო 300გრ.
სტაფილო 1ც
სოსისი 3–4ც.
ტომატპასტა 2–3ს/კ..
ხახვი 1–2 თავი
ზეთი შესაწვავად
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი
კარტოფილი და ვთუშოთ 15 წუთი, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, ვთუშოთ
კიდევ 10 წუთი, დავამატოთ მრგვალად დაჭრილი სოსისი, ტომატპასტა, მოვაყაროთ მარილი,
წიწაკა კარგად ავურიოთ და ვთუშოთ 10 წუთი.
|