ბოსტნეულის ასორტი ყველით
მასალა:
ახალი კარტოფილი 4ც.
ბადრიჯანი 2ც.
ბულგარული წიწაკა 2ც.
პომიდორი 2ც.
ხახვი 1 თავი
ნიორი 3 კბილი
ყველი 100გრ.
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ და მოვხარშოთ. ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალად,
მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში.
ბულგარული წიწაკა და ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად და შევწვატ ზეთში.
გამოსაცხობ ფორმაში ჩავასხათ ზეთი, ჩავაწყოთ ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით:
პირველად კარტოფილი, შემდეგ ხახვი და ბულგარული წიწაკა, შემდეგ ბადრიჯანი,
მრგვალად დაჭრილი პიმიდორი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. თითოეულ ფენას მოვაყაროთ
წიწაკა, დაჭრილი ნიორი და მარილი. გამოვაცხოთ აირღუმელში.
|