ბლინის ჩანთები ქათმით
მასალა:
რძე 3 ჭიქა
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კვერცხი 2ც.
ნაღები
კარაქი 50გრ.
ქათმის ფილე 500გრ.
ხახვი 1–2ც.
შაქარი, მარილი, ზეთი გემოვნებით
პრასის ფოთლები ჩანთების მოსახვევად.
მომზადება:
რძეში გავძრათ ფქვილი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, ჩავყაროთ ნელ–ნელა
ფქვილი, დავამატოთ შაქარი, მარილი (ერთ–ერთი ჩ/კ.), კარგად ავურიოთ და შევწვათ
ბლინები ტაფაზე ორივე მხრიდან. ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად შევწვათ ზეთში,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი და 5 წუთი მოვშუშოთ. შემდეგ
დავასხათ ნაღები (იმ რაოდენობით რომ ცოტა ფარავდეს ქათამს), ამოვურიოთ და ვთუშოთ 5 წუთი. თითოეული ბლინის ცენტრში
მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მივცეთ ჩანთის ფორმა და თავი მოვუკრათ პრასის
ფოთოლით.
|