ბეფსტროგანოვი
მასალა:
საქონლის ხორცი (რბილობი) 500გრ.
არაჟანი 3 ს/კ.
ტომატ–პასტა 1 ს/კ.
ხახვი 2 თავი
პურის ფქვილი 2 ს/კ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად, შევწვათ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, კვლავ მოვთუშოთ,
შემდეგ დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ, დავამატოთ არაჟანი, ტომატ–პასტა, მოვაყაროთ
მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში ხორცის
მომზადებამდე. გავაფრომით, კარტოფილით, კიტრით, პომიდვრით და კამით.
|