ბასმა
მასალა:
კარტოფილი 5ც.
ხორცი (საქონლის, რბილობი) 150გრ.
სალა ან ბეკონი -150გრ.
ხახვი 2 თავი
კომბოსტო 50გრ.
მწვანე ლობიო 150გრ.
ბულგარული წიწაკა 2ც.
პომიდორი 3ც.
სტაფილო 2ც.
ყაბაყი 1ც.
ხმელი ქინძი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სალა ან ბეკონი მოვათავსოთ ქვაბის ძირში,
თავზე მოვაწყოთ წვრილად დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი, ქინძი, წიწაკა, შემდეგი
ფენაა ნახევარმთავრისებურად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო, დაჭრილი კარტოფილი
და პომიდორი, დატეხილი ლობი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი ყაბაყი და
კომბოსტო (ყველა ფენას ვაყრით მარილს, ქინძს და წიწაკას) შემდეგ ქვაბი დავდგათ
გაზქურაზე, დავაფაროთ თავზე და ვხარშოთ საათნახევარი ან ორი საათი. მომზადების
შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|