ბადრიჯნის ფხალი
მასალა:
ბადრიჯანი 500გრ.
მზესუმზირის ზეთი 100მლ.
ხახვი 200გრ.
ნიორი 2 კბილი
ნიგოზი 1 ჭიქა
ქინძი 50გრ.
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
იმერული ზაფრანა 1 ჩ/კ.
ღვინის ძმარი 1 ს/კ.
ადუღებული წყალი 1/2 ჭიქა
წითელი ცხარე წიწაკა 1/2ც.
ბროწეულის მარცვლები 2 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ წვრილად დაჭრილ
ხახვთან ერთად ზეთში. შემდეგ გავაცივოთ და კარგად ჩავჭყლიტოთ, დავამატოთ
გატარებული ნიგოზი, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, იმერული ზაფრანა, წვრილად
დაჭრილი ქინძი, დაჭრილი წიწაკა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, დავასხათ ძმარი,
წყალი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, მოვათავსოთ
სასურველ ჭურჭელზე და გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.
|