ბადრიჯანი ქათმის ფილეთი
მასალა:
ბადრიჯანი 400გრ.
ქათმის ფილე 300გრ.
არაჟანი 150გრ.
ზეთი შესაწვავად
გახეხილი ყველი 100გრ.
ხახვი 2 თავი
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი და
გავაჩროთ 30 წუთი. შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან
ერთად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა. ქათმის ფილე ასევე დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ
ზეთში. მომზადებული ბადრიჯანი და ქათმის ფილე ფენა–ფენად მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, თითოეულ ფენას მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ბოლოს თავზე მოვასხათ არაჟანი
(არაჟანს ვასხამთ მხოლოდ თავზე), მოვაყაროთ ყველი და შევდგათ აირღუმელში. როდესაც
ცოტა შეწითლდება ყველი კერძი მზადაა.
|