ბადრიჯანი ქართულად
მასალა:
ბადრიჯანი 1კგ.
მაიონეზი 150გრ.
ნიგოზი 150გრ.
ქინძი, ნიორი, ცხარე წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ზეთ შესაწვავად.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 15 წუთი,
შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ნიგოზი, ნიორი და ქინძი
გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში, დავამატოთ მაიონეზი, მოვაყაროთ ცხარე წიწაკა,
მარილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა წავუსვათ თითოეულ შემწვარ ბადრიჯნის
ნაჭერს და გადავახვიოთ რულეტისებურად. გავაფორმოთ კამით.
|