არაჟნის სოუსი ქართულად
მასალა:
არაჟანი 500გრ.
კამა (ქინძი ან ოხრახუში) 20გრ.
აჯიკა 1/4 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
აჯიკა გავძრათ ცოტა რაოდენობის ადუღებულ წყალში (ერთი ერთზე),
დავამატოთ უცხო სუნელი, არაჟანი, წვრილად დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი და
კარგად ავურიოთ. (თუ სოუსი მწარე არ გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ აჯიკა
ზემოთაღნიშნული მეთოდით). ეს სოუსი ძალიან უხდება კარტოფილს, ღომს და პურს.
|