ალუბალის მურაბა ნიგვზით
მასალა:
ალუბალი 1კგ.
შაქარი 1კგ.
წყალი 1 1/2 ჭიქა
ვანილი 1/4 ჩ/კ.
ლიმონი 1ც.
ნიგოზი 200–300გრ.
მომზადება:
ნიგოზი გავასუფთავოთ და დავჭრათ ალუბალში მოსათავსებელ ზომებად. ალუბალს გამოვაცალოთ კურკები, თითოეულ ალუბალში მოვათავსოთ ნიგოზის
ნაჭერი. შაქარს დავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ,
მივიყვანოთ ადუღებამდე (სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება), შემდეგ გადმოვდგათ
გაზქურიდან და დავასხათ ალუბალს ისე რომ მთლიანად ფარავდეს, გავაჩეროთ 3 საათი,
შემდეგ დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ალუბალი არ გახდება
გამჭირვალე. ხარშვამდე 10 წუთით ადრე დავამატოთ 1ც. ლიმონის წვენი, მომზადებამდე 5
წუთით ადრე ჩავყაროთ ვანილი და ფრთხილად მოვურიოთ. მომზადებული მურაბა ცხლად
ჩავასხათ ქილებში, დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.
|