ალადები ახალი კომბოსტოთი და ქათმის ფილეთი
მასალა:
ახალი კომბოსტო 300გრ.
ქათმის ფილე 300გრ.
კვერცხი 2ც.
პურის ფქვილი 3 ს/კ.
ნიორი 2 კბილი
კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ხელით კარგად
ავსრისოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, კვერცხი, დანაყილი ნიორი,
წვრილად დაჭრილი კამა, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ფარში პატარა
რგოლებად მოვათავსოთ ტაფაზე და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან.
|