ახალი კარტოფილი
პარკი ლობიოთი
მასალა:
ახალი კარტოფილი 300გრ.
პარკი ლობიო 200გრ.
არაჟანი ან ნაღები 150მლ.
ჯანჯაფილი, მიხაკი, ქინძი, ოხრახუში და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი გავასუფთავოთ, დავასხათ წყალი, მოვაყაროთ მარილი და დავდგათ
გაზქურაზე მოსახარშად. მომზადებამდე 10 წუთით ადრე დავამატოთ დატეხილი პარკი
ლობიო, მომზადებული ბოსტნეული გადმოვიღოთ დუშლაკზე, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში,
დავამატოთ არაჟანი, ჯანჯაფილი, მიხაკი, ქინძი, მარილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ
კიდევ რამოდენიმე წუთი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
|