აჯაფსანდალი ''ქალაქური''
მასალა:
5ც. ბადრიჯანი
3ც. კარტოფილი
2 თავი ხახვი
500გრ. პომიდორი
2 ს/კ. კარაქი ან ზეთი
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, პიტნა, ქონდარი, კამა, წიწაკა, მარილი -
გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწი, გავრეცხოთ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ ოთხკუთხედებად, პომიდორი თხელ ნაჭრებად,
ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, პიტნა, ქონდარი, კამა - წვრილად. ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ბადრიჯანი, წიწაკა,
კარტოფილი, მწვანილი, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ცხიმი, მომზადებული პომიდორი,
დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.
|