აირღუმელში შემწვარი სალა კარტოფილით და სტაფილოთი
მასალა:
კარტოფილი 5ც.
სალა 100–200გრ.
ხახვი 3 თავი
სტაფილო 2ც.
არაჟანი 3 ს/კ.
რძე 150მლ.
მაიონეზი, მიხაკი, ხმელი ქინძი, მუსკატის კაკალი, წიწაკა და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
არაჟანი გავხსნათ რძეში, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ გახეხილი
მუსკატის კაკალი და კარგად ავურიოთ. კარტოფილი გავასუფთავოდ და დავჭრათ საშუალო
ზომის ნაჭრებად, დავამატოთ მიხაკი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მარილი და კარგად
ავურიოთ. ფორმის ძირში მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი სალა, მოვაწყოთ დაჭრილი
შესუნელებული კარტოფილი, შემდეგ დაჭრილი სტაფილო, ისევ კარტოფილი, წავუსვათ
მაიონეზი და ასე გავიმეოროთ რამოდენიმე ფენა, ბოლო ფენას კარტოფილს მოვასახათ
არაჟანი შევდგათ აირღუმელში 200* ტემპერატურაზე დაახლოებით 1,5 საათით. სუფრაზე
გავიტანოთ ცხლად.
|