აჭარული (სინორი)
მასალა:
ფქვილი 1კგ.
მაწონი 200 მლ.
კარაქი 50გრ.
ნიორი 2-3 კბილი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილისგან და დაახლოებით 0,5ლ. გადადუღებული ცივი წყლისგან (ან
რამდენიც დაჭირდება ცომს) მოვზილოთ მაგარი ცომი, როდესაც ცომი გახდება ერთიანი და
ელასტიური, დანით გავყოთ 6 ტოლ ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, ისე
რომ გამოსაცხობი ფორმა დაფაროს და გამოვაცხოთ სათითაოდ ცალცალკე, 180*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 5 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ცხელი ცომის ფირფიტა სწრაფად გადავახვიოთ რულეტისებურად
და დავჭრათ 4–5 ტოლ ნაწილად, თითოეულის სიგრძე დაახლოებით 5 სანტიმეტრის უნდა
იყოს. მომზადებული რულეტები მჭიდროდ მოვათავსოთ ღრმა ქვაბში, დავასხათ 1
ჭიქა ცხელი წყალი და დავაფაროთ თავსახური რათა ცომი ცოტა გაიბეროს. ნიორი დავნაყოთ, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ მაწონი, კარგად ავურიოთ,
მომზადებული მასა მოვასხათ ცომს დავაფაროთ თავსახური და დავდგათ გაზქურაზე დაბალ
ცეცხლზე 10–15 წუთი. მომზადებული სინორი გადმოვდგათ გაზქურიდან და მოვასხათ
გამდნარი კარაქი. (შეგვიძლია თუ ტკბილი გვიყვარს, მაწონში ნიორის და მარილის მაგივრად
შევურიოთ შაქარი ან თაფლი).
|