მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » აჭარული (ბაქლავა)
18:11
აჭარული (ბაქლავა)


აჭარული (ბაქლავა)

 

მასალა:

ცომი:

ფქვილი 1კგ.

კვერცხი 1ც.

კარაქი 100გრ.

შაქარი 1 ჩ/კ.

მარილი 1 ჩ/კ.

 

შიგთავსი:

ნიგოზი 1,5 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა.

კარაქი 200გრ.

 

სიროფი:

შაქარი 1 ჭიქა

 

შიგთავსის მომზადება:

ნიგოზი გავათეთროთ მშრალ ტაფაზე (განუწყვეტლივ ვურიოთ) 3–4 წუთი, შემდეგ ხელით მოვაშოროთ ყავისფერი კანი, დავაქუცმაცოთ ბლენდერში (ან ხორცსაკეპმანქანაში გავატაროთ) და ავურიოთ შაქარში.

 

ცომის მომზადება:

3 ჭიქა თბილ წყალს დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, შაქარი, მარილი, ფქვილი და ვზილოთ თბილ ადგილას დაახლოებით 20 წუთი. როდესაც ცომს გავჭრით ნასვრეტები უნდა ეტყობოდეს და ამ შემთხვევაში არის ცომი მზად. გავაბრტყელოთ ფქვილიან ზედაპირზე კალბასისებურად და დავჭრათ ქათმის კვერცხის ზომის ნაჭრებად. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 40 ნაჭერი (1 ნაჭერი უნდა გავაკეთოთ დანარჩენებზე ცოტათი დიდი). ცომის ნაჭრები უნდა გავაბრტყელოთ ძალიან თხლად, თუნუქის ფორმაზე წავუსვათ გამდნარი კარაქი და დავაფინოთ პირველი ფენა (ფენები რიგ-რიგობით უნდა გავაბრტყელოთ, ანუ როდესაც ერთ ფენას გავაბრტყელებთ წავუსვათ კარაქი, შემდეგ გავაბრტყელოთ მეორე ფენა და ესე გავიმეორებთ ცომის დასრულებამდე, ცომი გაწელვისას თუ გაგვეხა, არაუშავს, ამით არაფერი შავდება), წავუსვათ კარაქი დავაფინოთ მეორე ფენა წავუსვათ კარაქი, ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, ათი ცხიმიანი ფენის მერე მოვაყაროთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი  და გვაგრძელოთ ფენების იგივე თანმიმდევრობით დაწყობა (ყოველ მეათე ცხიმწასმულ ცომზე ვაყრით ნიგვზისა და შაქრის ნარევს, გამოდის ნიგვზის სამჯერ მოყრა, ბოლო მეათე ცხიმწასმულ ცომზე არ ვაყრით ნიგოზს). ბოლო ფენას გადავაფაროთ ცომის დიდი ნაწილი, გადავუკეცოთ გვერდები, წავუსვათ ცხიმი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, შევდგათ 200–220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას დავუკლოთ 160–170*–მდე. ვაცხოთ  მომზადებამდე. გამოცხობის შემდეგ, გამოვიღოთ ბაქლავა აირღუმელიდან, გავაცივოთ 30–40 წუთის განმავლობაში და მოვასხათ შაქრის სიროფი. როდესაც ბაქლავა სიროფით გაიჟღინთება მაშინ შეგვიძლია გავიტანოთ სუფრაზე.

შაქრის სიროფის მომზადება:

1 ჭიქა წყალს დავამატოთ შაქარი და ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე 3–4 წუთი.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 6087 | დაამატა: natia | ტეგები: აჭარული (ბაქლავა) | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 1
1 malvina  
0
shsqari ramdeni unda sirops

სახელი *:
Email *:
კოდი *: