საყოველთაოდ გავრცელებული სასმელის, კოკა-კოლას, დაბადება მარტივი შეცდომის შედეგია. 1885 წელს( ზოგი ვერსიით 1886 წლის 8 მაისს) ფარმაცევტმა ჯონ ჰამბერტონმა დაამზადა მიქსტურა მატონიზებული თვისებების მქონე სამხრეთამერიკული მცენარის კოკას ფოთლების ნაყენისა და აფრიკული კაკლის, კოლასაგან. ფარმაცევტმა გასინჯა გამზადებული მიქსტურა და მოეწონა. მისი უცნაური გემო, მისი აზრით ეს ვაჟინი დაეხმარებოდა ადამიანს კბილის ტკივილის, სტრ
... კითხვის გაგრძელება »
ჩვენი საკმაოდ რთული ცხოვრების დატკბობის ყველაზე ადვილი მეთოდი ფინჯან ჩაიში ჩვეულებრივი შაქრის დამატებაა, რასაც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა 98% აკეთებს. ხშირად ჩაიში, ან ყავაში შაქარს ისე ვამატებთ, რომ ამ პროდუქტის მავნებლობის შესახებ ფართოდ გავრცელებული. შაქრის მოყვარულებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე დაფიქრება რომელი ტიპის შაქარი აარჩიონ – ყავისფერი, ღია ყავისფერი თუ თეთრი.
როდესაც ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა ფეხი ინდოეთის მიწაზე დადგეს, ქვეყნის უთვალავ სასწაულს შორის, მათი ყურადღება უცნობმა მყარმა, თეთრმა პროდუქტმა მიიპყრო, რომელსაც სასიამოვნო ტკბილი გემო ჰქონდა.
... კითხვის გაგრძელება »
კალანდა ანუ იგივე კალანდრა, კალნდობა- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. ხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ. "ქართული ნაძვის ხე"ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერ
... კითხვის გაგრძელება »
ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. მისი შობა ასე მოხდა: იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს და მართალ იოსებს მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც წარმოშობით იყო იოსები. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი და ამით გვიქადაგა თავმდაბლობა. ბაგის მახლობლად მწყემსები უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს:
... კითხვის გაგრძელება »
საქართველოში სამარხვო სუფრის ტრადიცია ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად იკიდებს ფეხს. ამ მხრივ უპირატესობა მარცვლეულ კულტურებს ენიჭებოდა. თუ გადავხედავთ ძველ რეცეპტებს, დავინახავთ, რომ ქართული
... კითხვის გაგრძელება »
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა". ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე
... კითხვის გაგრძელება »
ბერიკაობა, ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ" (შვილი). ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები). დროთა ვითარებაში ბერიკაობამ დაკარგა საკულტო-რელიგიური დანიშნულება და მშრომელი ხალხის ცხოვრების, მისი მისწრაფებების გამომსახველად იქცა. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათ
... კითხვის გაგრძელება »