კივის ისტორია სამხ. ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო, აფასებდნენ, როგორც უცხო ხილს, საპატიო სტუმრებსაც მიართმევდნენ ხოლმე. 1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. კივის ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი კი იანგტაო ანუ ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა. დღეს კი ყველას უყვარს და ხელმისაწვდომიცაა.
რა სიმდიდრეს ფლობს კივი
ამ პატარა ხილს სეუზლია ჩ ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე ჩ ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი
... კითხვის გაგრძელება »
შავი მოცხარი, ხუნწი - Ribes nigrum L. მიეკუთვნება saxifragaceae-ს ოჯახს. იგი უეკლო ბუჩქოვანი მცენარეა. მოცხარის ღეროს სიმაღლე 1-1,5 მ-ია, იშვათად 2 მ-მდეა. ღერო სწორმდგომია, დატოტიანებული ნორჩი ყლორტები მომწვანო ფერისაა. ღეროს ქვედა ტოტები ზოგჯერ მიწაზეა გართხმული. ღერო მუქი-მურა ან წითელ-დარიჩინისფერია, ახალგაზრდა ტოტების ქერქი მოყვითალო-რუხია. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი, მათი სიგრძე 10 სმ-მდეა, ფოთოლი ხუთნაწილიანია, ფუძესთან ოდნავ გულისებური, ზემოდან შიშველია, ქვემოდან ძარღვებთან შებუსულია და მოფენილია ოქროსფერი ჯირკვლოვანი წერტილებით. ფოთლის ფირფიტა ფართო სამკუთხაა, შუა ნაწილში მსხვილია. ფოთლის კიდე ხერხისებრი ან მსხვილკბილებიანია. ყვავილედი შედგება 5-12 ყვავილისაგან და წარმოადგენს მტევანს. მტევნის სიგრძე 5-8 სმ-ია. ყვავილის ყუნწი 3-8 მმ-ია. წვრილი ყვავილედი ლანცეტისებურია. ყვავილების დიამეტრი 5-9მმ-ია, შებუსულია, ჯირკვლოვანი წინწკლებითაა
... კითხვის გაგრძელება »