მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » დაფნა
22:39
დაფნა


დაფნა

 

დაფნა (Laurus), მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეშეშ-ფოთლოვანი ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი. შეიცავს 2 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში: 1. კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა (Laurus nobilis) ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 -მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, ზღვის დონიდან -მდე სიმაღლეზე, სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სადაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში. გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნეშომპალაკარბონატულ დაწრეტილ ნიადაგზე და ვერ იტანს მის დამლაშებას. სინათლის მოყვარულია, თუმცა სუსტი დაჩრდილვა არ ვნებს. უძლებს - 16-17°-მდე ყინვას. მრავლდება თესლით, კალმით (სათბურში) და გადაწვენით (ზაფხულში). ითესება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. აღმოცენების პერიოდი გრძელდება 46-81 დღე. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება. უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს, ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ აგროვებენ. 1 ჰა-დან იძლევა საშუალოდ 1-1,2 მოსავალს. ხმარობენ სუნელ-სანელებლად. საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა. მერქანი გამძლე და დრეკადია (აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს). დაფნა დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. იყენებენ ცოცხალ ღობედ და ბორდიურად. დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა; 2. აზორის (ანუ კანარის) დაფნა (Laurus azorica, Laurus canariensis) გავრცელებულია მადეირის, კანარისა და აზორის კუნძულებზე, სადაც დაფნისებრთა ოჯახის სხვა სახეობებთან ერთად ქმნის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებს ზღვის დონიდან 700 -მდე სიმაღლეზე. მოშენებულია საქართველოს ზოგ ბაღ-პარკშიც. ნაკლებ ყინვაგამძლეა.

 

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1938 | დაამატა: natia | ტეგები: დაფნა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: