მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ფეიხოა
22:28
ფეიხოა


ფეიხოა

 

ფეიხოა (ან ფეიხუა, Feijoa sellowiana, სინ. Acca sellowiana), ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება. ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა. ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა, მარადმწვანე მცირე ტანის ხე, სიმაღლით 1-7 ., წარმოშობით სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდან. ასევე ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთშიკრასნოდარის მხარეში, ასევე ყირიმსა და აზერბაიჯანში. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი-მწვანე ფერისაა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 1 კგ-ში დაახ. 10 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. პირველად ფეიხოა ევროპელებმა ბრაზილიაში აღმოაჩინეს XIX საუკუნეში. სახელი პირველაღმომჩენის საპატივცემლოდ შეარქვეს, ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი ჟოაო და სილვა ფეიხოსი.



ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს. მთელ მსოფლიოში ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული.მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სპეციალისტთა აზრით, ფეიხოა შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს. მასში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის დეპრესიას. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აფერხებს სკლეროზის წარმოქმნისა და განვითარების რისკს. მედიკოსები ფეიხოას განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე პაციენტებს ურჩევენ. ქრონიკული გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, პიელონეფრიტის დროს რეკომენდებულია დღეში სამი ახალი ფეიხოას ჭამა, ზამთარში შეგიძლიათ მურაბა ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული შაქრიანი ფეიხოა მიირთვათ.პოდაგრისა და შეკრულობის დროს ფეიხოა ხანგრძლივი დროით უნდა ჩართოთ რაციონში. ათეროსკლეროზის შემთხვევაში კი რეკომენდებულია თაფლიანი ფეიხოას ჭამა საუზმემდე და ძილის წინ.

წყარო: ka.wikipedia.org და janmrtelobainfo.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4863 | დაამატა: natia | ტეგები: ფეიხოა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: