
ზუთხი ტომატის სოუსით
მასალა:
ზუთხი 1 კგ.
პომიდორი 1 კგ.
ხახვი 3-4ც.
ნიორი 4 კბილი
მცენარეული ზეთი 5 ს/კ.
ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ
ზეთში. პომიდორი გავატაროთ, დავუმატოთ 2 ს/კ. ზეთი, გატარებული ნიორი, წვრილად
დაჭრილი ოხრახუში, მრგვალად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და მოვთუშოთ
5–7 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანის წინ, თევზი მოვათავსოთ თეფშზე და
მოვასხათ მომზადებული სოუსი.
|