მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 29 » ჟოლოს რულეტი
13:25
ჟოლოს რულეტი


ჟოლოს რულეტი

 

მასალა:

კვერცხი  3ც.

შაქარი  1 ს/კ.

შესქელებული რძე  0,5 ქილა

გამაფხვიერებელი  1 ჩ/კ.

ნაღების კარაქი ან მარგარინი  100გრ.

ფქვილი  4-6 ს/კ.

შავი შოკოლადი 300გრ. მოსასხმელად.

 

კრემისთვის:

ახალი ჟოლო  2 ჭიქა (200 გრ),

ჟოლოს ან ვანილის იოგურტი  400-500 მლ.

შაქარი  0,5-0,75 ჭიქა

ნაღები 33% - 150 მლ.

შაქრის პუდრა  0,5 ჭიქა

სწრაფად ხსნადი ჟელატინი  2 სავსე ს/კ.

 

მომზადება:

ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი.მარგარინი ან კარაქი დავადნოთ და გავაგრილოთ. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. განაგრძეთ თქვეფა და თან დაუმატეთ შესქელებული რძე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე არ შეჩერდეთ. შემდეგ თანდათან დავამატოთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი. კიდევ კარგად მოვურიოთ კოვზით ან მიქსერით. ცომში გამდნარი კარაქი ჩავასხათ. გამოსაცხობად პერგამენტის ქაღალდი დაგჭირდებათ, წაუსვამთ მას მცენარეულ ზეთს, ცომს მასზე დაასხამთ და გაასწორებთ. აცხობთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ცხელი გამომცხავრი მასა უნდა გადავახვიოთ პერგამენტთან ერთად და გადავდოთ გასაგრილებლად.


კრემის მომზადება: 

დიდ თასში ან ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავყაროთ მასში გადარჩეული ჟოლო. ფრთხილად გავრეცხოთ და დურშლაგზე დავწრიტოთ (გამდინარე წყალში კენკრა სიმთელეს ვერ ინარჩუნებს).ჟოლო გავაშროთ ქაღალდის ან ჩითის ტილოზე და მოვამზადოთ ჟელატინის ხსნარი: ჟელატინს ცხელი წყალი დავასხათ (~70-80 გრადუსი) და ვურიოთ, სანამ არ გაიხსნება. მერე გავფილტროთ. 2-3 ს.კ. იოგურტი გადავდოთ პატარა ფინჯანში ან თასში.  დარჩენილი იოგურტი ჭურჭელში მოვათავსოთ, დავუმატოთ შაქარი (0,5-0,75 ჭიქა) და ავთქვიფოთ მიქსერით. იოგურტს 130-150 გრ. ჟოლო დავუმატოთ (შეგიძლიათ, ჟოლო დაჭყლიტოთ კიდეც) და კარგად ავურიოთ. შეურიეთ ჟელატინს 2-3 ს.კ. იოგურტი და მიღებული მასა  ჟოლოსა და იოგურტის ნარევს ჩავუმატოთ. კიდევ კარგად ავრიოთ და მაცივარში 15-20 წუთით შევდოთ. ამ დროის მანძილზე იოგურტისა და ჟოლოს მასა უნდა გასქელდეს და გაგრილდეს. ნაღები ავთქვიფოთ შაქრის "პუდრასთან" ერთად (ნაღების ნაწილი რულეტის გარედან მოსართავად გადავდოთ) და მაცივარში გაგრილებულ ჟოლო-იოგურტის მასას დავუმატოთ.  გაგრილებული ბისკვიტი გავშალოთ და მოვაშოროთ პერგამენტის ქაღალდი. ფრთხილად გავანაწილოთ კრემი მტელ ზედაპირზე, ერთ კიდეზე 5 სმ. სიცარიელე დავტოვოთ უკრემოდ, რომ შემდეგ ადვილი გახდეს რულეტის გადახვევა. კრემის ზედაპირზე მოვათავსოთ ჟოლო. ფრთხილად გადავახვიოთ რულეტი, ძალიან მჭიდროდ ნუ გადაახვევთ. შემდეგ ფოლგაში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ – 2-3 საათით. გამზადებულ რულეტს წავუსვათ დარჩენილი გათქვეფილი ნაღები, თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

კატეგორია: ტკბილეული | ნანახია: 2174 | დაამატა: natia | ტეგები: ჟოლოს რულეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: