ჟოლოს (მალინას) მურაბა
მასალა:
ჟოლო
(მალინა)
1კგ.
შაქარი 1კგ.
წყალი
0,5 ჩ/ჭ.
მომზადება:
გადარჩეული
ჟოლო (მალინა) გავრეცხოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, მოვასხუროთ კონიაკი (შეიძლება უიმისოდაც) და მოვათავსოთ რამოდენიმე საათი გრილ ადგილას. დარჩენილი შაქარი ჩავყაროთ მურაბის ტაშტში, ჩავასხათ ადუღებული ცხელი წყალი და მოვადუღოთ სიროფი. ჩავყაროთ ჟოლო (მალინა) და გავაჩეროთ 2-3 საათი. დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ ერთი საათი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ კიდევ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.
|