ჟოლოს ლიქიორი
მასალა:
ჟოლო 500–600გრ.
შაქარი 1–1,2 კგ.
სპირტი 1ლ.
მომზადება:
ჟოლო გავრეცხოთ და გავწუროთ მარლაში, მიღებულ წვენს დავაყაროთ შაქარი და სამჯერ ავადუღოთ, დუღილისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ,შემდეგ სიროფი გავაცივოთ, დავასხათ სპირტი, გავფილტროთ, ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილზე. 3–4 დღის შემდეგ ლიქიორი მზად იქნება.
|