მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ზეთისხილი
22:19
ზეთისხილი


ზეთისხილი

 

ზეთისხილი (Olea), ხეხილოვან მცენარეთა გვარია. მიეკუთვნება   ზეთისხილისებრთა ოჯახს. გვარში 60 - მდე სახეობა შედის. სახეობა   Olea Europea L  - ზეთისხილი ევროპული, ზეთისხილისებრთა (Oleaceae) ოჯახში შემავალი 10 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა.ძირითადად ხის, იშვიათად ბუჩქის ფორმით გვხვდება . შეტანილია კულტურაში და გამოყვანილია მრავალი ჯიში. ველური ფორმების ტოტები ეკლიანია, კულტურულის - უეკლო.  ოვალური, გადაშლილი ვარჯი და დაბრეცილი ღერო-ტოტები აქვს. შტამბი ნაცრისფერი ქერქით აქვს დაფარული.    ახალგაზრდა ქერქი გლუვია ნაცრისფერი, შემდეგში კი დახეთქილი. ახასიათებს ხშირი შეფოთვლა. ფოთლები ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედაა განლაგებული .  ლანცეტაა, კვრეცხისებრი ან უკუკვერცხისებრი ფორმისაა, კიდემთლიანი, ტყავისებრი, მოკლეყუნწიანი.  ფოთლები ზედა მხრიდან შიშველია, მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან  ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, თეთრი ბეწვებით დაფარული კიდეები ქვემოთაა დახრილი.ფოთლებს მორიგეობით, 2 - 3 წელიწადში იცვლის. ყვავილები,  15-30 ცალის ოდენობით შეკრებილია ცოცხისმაგვარ მტევნებად და   წინა წლის ნაზარდების ფოთლის იღლიის ქვეშაა განლაგებული. ყვავილები წვრილია, ორსქესიანია,  მოთეთრო ან მომწვანო გვირგვინით. 4-კბილიანი, ჯამი ნაყოფიანობისას ზედვეა შერჩენილი. ყვავილის გვირგვინს  ორი მტვრის პარკი და ოთხი ფრთა  აქვს. ყვავილებს ივლის-ივლისში. ნაყოფი 2-3-დან  5 სმ-მდე  სიგრძის, ერთთესლიანი, ოვალური ან მომრგვალო,რბილობით დაფარული  კურკიანა. სრული სიმწიფისას შავდება  იღებს და ფიფქს იკიდებს .ნაყოფიანობს სექტემბერ-ნოემბერში . ძალიან ნელა მზარდია.  სიცოცხლის ხანგძლიობა 300 - 400 წელია, მაგრამ ლიტერატურაში აღწერილია  2 000 წლამდე ასაკის მცენარეები. სიმშრალის ამტანი, სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა. ზეთის ხილის  სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნები; სამრეწველო პლანტაციებიც ამ რეგიონში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაშია გაშენებული. საქართველოში ოთიდგანზე იყო გავრცელებული, განსაკუთრებით დღეს თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე.[ლიტ. .წულუკიძე]. მე - 19 საუკუნის დასაწყისში ზეთისხილის პლანტაციები 70 ტონა ნაყოფს იძლეოდა, რაც აკმაყოფილებდა საქართველოს მაშინდელ მოთხოვნილებას. გავრცელებული იყო აფხაზეთსა და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში. სოფელ ზემო ბოდბეში უცხოელებსაც ქონდათ პლანტაცია, რომლის ნარჩენები მე - 19 საუკუნის 70 - იან წლებშიც გვინახია. ზეთისხილის მოშენება  ბერებმა 1879 .ახალ ათონში დაიწყეს  და დიდი პლანტაცია შექმნეს..  გასაბჭოების შემდეგ, ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადააკეთეს. პლანტაციამ ვერ გაუძლო კომუნისტურ რეჟიმს და  თანდათან დაკნინდა. ამჟამად პლანტაციები შენდება  კახეთში; იმერეთში და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში. ხშირად შეხვდებით ბოსტნებსა და ბაღებში როგორც დეკორატიულ და საკვებ მცენარეს. ბევრგან შეხვდებით გაველურებულს.ამჯობინებს  მშრალქვიან-კირიან ფერდობებს. გავრცელებულია ზღვის დონიდან 450 სიმაღლემდე.




ზეთისხილის რამდენიმე ასეული ჯიში არსებობს.ზოგი ჯიში გამოიყენება ნედლად საჭმელად, ზოგი საკონსერვოდ, ზოგიც ზეთის გამოსახდელად. სასელექციო სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოშიც და საკმაოდ წარმატებით. შეუსწავლელია ადგილობრივი ფორმები. სხვადასხვა ჯიშებისაგან სხვადასხვა ხარისხის ზეთი, ე.წ. ზეითუნის ზეთი მიიღება. სამედიცინო მიზნებისათვის მხოლოდ მწიფე ნაყოფს აგროვებენ და სწრაფად ამუშავებენ. კულინარული და სხვა მიზნებისათვის შეიძლება უმწიფარი ნაყოფის დამზადება. სხვადასხვა ჯიშის მწიფე ნაყოფები სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა. ზეთისხილის ზეთი ჯიშებისა და სხვა ფაქტორბის გამო სხვადასხვა ხარისხისაა და სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: ზეითუნის ზეთი, ხის ზეთი, პროვანსული ზეთი და ა.შ. მაღალხარისხოვანი ზეთისხილის ზეთს მხოლოდ სრულად მომწიფებული ნაყოფისაგან ამზადებენ. ცივი წესით ,არასრული მექანიკური გამოწნეხვით მიიღება უმაღლესი ხარისხის ე.წ. პროვანსული ზეთი. დარჩენილი მასის (კოფტონის) ცივი წესით ან გაცხელებით , ეტაპობრივად გამოხდის გზით, სხვადასხვა, უფრო დაბალი ხარისხის ზეთები მიიღება. ბოლო გამოხდით , აგრეთვე, თესლების გამოხდით ღებულობენ ტექნიკურ ზეთს. საჭმელად მოუმწიფებელ ნაყოფებს აგროვებენ და აწნილებენ. ზეთისხილის ნაყოფის რბილობში ცხიმის რაოდენობა, საზეთე ჯიშებში, 70 % აღწევს. მისგან უმაღლესი ხარისხის ზეთი მიიღება, თესლი 30 პროცენტზე მეტ ზეთს შეიცავს . თესლი ზეთი შედარებით ნაკლები ხარისხისაა. ნაყოფში ნაპოვნია გლიკოზიდი ციანიდი. ფოთლებში ნაპოვნია ეთეროვანი ზეთი ევგენოლი და კამფენის ტიპის ნივთიერებები. "პროვანსული ზეთი ძირითადად შედგება ტრიოლეინის (80%), ტრიპალმიტინის (10%) და ტრისტეარინისაგან (5-10%), მცირე რაოდენობითაა ლინოლენის, არაქინის და სხვა მჟავები. ზეთი სითხოვანია, უშრობი, თითქმის გამჭირვალე, სასიამოვნო გემოსი და დამახასიათებელი სუნის, +8 - +100C იწყებს შემღვრევას და გამოიყოფა მყარი ფრაქცია თეთრი კრისტალური ნალექის სახით. 00C - კი მთლიანად მყარდება. შენახვისას ადვილად მზადდება. მჟავური რიცხვი არა უმეტეს 2, იოდის რიცხვი 76-88" . ოფიცინალური მედიცინა ზეთისხილის ზეთს მრავალი პრეპარატის დასამზადებლად იყენებს. გამოიყენება შიგნით მისაღებად, როგორც შემომგარსველი, დამარბილებებლი, ნაზი, საფაღარათო, ნაღვლისმდენი და კენჭების დამშლელი საშუალება. იყენებენ ჰომეოპათიაშიც. გაერთიანებული სამეფოს ფარმაკოპეა ზეთისხილის ფოთლებს ჰიპოტენზიურ საშუალებად თვლის.

. პერსპექტიული რაიონები. ზეთისხილის კულტურის მოსაყვანად კარგი პირობებია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ სუბტროპიკებში, თუმცა ხარობს დასავლეთ საქართველოს ნესტიან სუბტროპიკებშიც.

. ნიადაგი. ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ ამჯობინებს კარბონატულ, ყავისფერ, ალავიურ ნიადაგებს. ვერ ეგუებს მჟავე და უკირო ნიადაგებზე.

. ქარი. ზეთისხილი ქარმოშიშია და პლანტაციის ჩაყრისას, ქარსაფარი ზოლიც უნდა გაშენდეს.

. ტენი . ვერ ეგუება ჭარბ ტენს.

. ტემპერატურა. მშრალი ჰავის პირობებში 15 - 20 გრადუს ყინვას უძლებს

. გამრავლება. მრავლდება მყნობით, კალმით, გადაწვენითა და ამონაყრებით. თესლს, გაღივების სტიმულირებისა და მიზნით ,დათესვამდე რამდენიმე ხნით ნაცარტუტაში (ნაცარწმენდილში) ათავსებენ . ბერძნული ტრადიციით, დასათეს თესლს წინასწარ ინდაურს აყლაპინებენ, რაც ამოსვლას აჩქარებს. არსებობს მონაცემები [ო.წულუკიძე], რომ თესლით გამრავლებული ხეების სიცოცხლის ხანგძლიობა ბევრად ნაკლებია ამონაყრებითა და გადაწვენით გამრავლებულზე. ამიტომ, ნერგების შეძენა უცნობი სანერგიდან არ შეიძლება. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10 - 12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი - 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300 - 400 წელს მეტს. ერთი ხიდან 20 - 40 კგ მოსავალი მოდის.

ზეთისხილის ჩრჩილი, კიბო, ანთრაკნოზი, ფოთლის რწყილი. ფოთლის სილაქავე, ცრუფარიანა და სხვა.

. საკვებად. ნედლად და დაკონსერვებულს

. კოპტონს იყენებენ ცხოველების საკვებად

. მერქანს იყენებენ სადურგლო საქმეში.

გამოყენება ევროპულ კულინარიაში. ზეითუნის ხის კულტივირების სამეურნეო მნიშვნელობა გამოწვეულია მის ნაყოფში არომატული ზეთის მაღალი შემცველობით (40%-მდე). საუკეთესო ზეთს იღებენ თეთრი ზეითუნის ხილისაგან (Oleum virgineum) დაწნეხვის საშუალებით დაბალი წნევის და 20-250 ჩ ტემპერატურის რეჟიმით. ასეთი ხერხით მიღებული ზეთისაგან რაფინირების საშუალებით იღებენ სუფთა, გამჭვირვალე, უფერულ ზეთს. უფრო მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხვის შედეგად იღებენ ყვითელ ზეთს - ზეითუნის ზეთს (Oleum optimum). მაღალი წნევით და მაღალი ტემპერატურით დაპრესვისას იღებენ ღია მოყვითალო ზეთს (Oleum commum) - სამრეწველო დანიშნულებისათვის. ზეითუნის ზეთი პირველ რიგში წარმოადგენს მაღალხარისხოვან საკვებ ზეთს, რომელიც სამზარეულოში გამოყენება. უმწიფარი ზეითუნის ხილს აკონსერვებენ სხვადასხვა საშუალებებით: ზეთში, მარილში, ძმარში, კურკით ან მის გარეშე. დაკონსერვებული ზეთის ხილის გემო დამოკიდებულია დაკონსერვების ხერხზე - მარილიანი, პიკანტური, მწკლატრე. ზეთის ხილის მოყვარულები გამოიყენებენ მათ ცივ საუზმეზე, არაბეთის ქვეყნებში მათ იყენებენ სუფრის სერვირებისას. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მათ იყენებენ ხორცთან ერთად. ზეთის ხილი დამახასიათებელ გემოს აძლევს სუპების და ბოსტნეულის კერძებს. ზოგიერთი კერძი წარმოუდგენელია ზეთის ხილის გარეშე. ზეთის ხილზე ყურადღება შევაჩერეთ ერთ-ერთი ექსპედიის დროს (ზემო ბოდბეში). აქაურები ამტკიცებენ, რომ კომუნისტურ რევოლუციამდე (1917) უცხოელებს ამ სოფელში ზეთის ხილის კარგი (სამრეწველო) პლანტაციები ჰქონდათ, ჩვენთვის უცნობია რაში და ფორმით იყენებდნენ მას.

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4573 | დაამატა: natia | ტეგები: ზეთისხილი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 VASILI DEISADZE  
0
მომაწოდეთ ინფორმაცია.წინასწარ გიხდიტ მადლობას.

1 VASILI DEISADZE  
0
სად შეიძლება ნერგების მიზიება?

სახელი *:
Email *:
კოდი *: