მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ვიტამინები და მინერალები ბავშვებისთვის
18:50
ვიტამინები და მინერალები ბავშვებისთვის


ვიტამინები და მინერალები ბავშვებისთვის

 

A ვიტამინი (რეტინოლი)

მდიდარია:თევზის ქონი, ღვიძლი, თირკმელები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. რეტინოლს ბეტა-კაროტინის (A ვიტამინის წინამორბედის) სახით შეიცავს სტაფილო, ბულგარული და ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა, პომიდორი, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი. დეფიციტის დროს თავს იჩენს მხედველობის პრობლემები: მხედველობის გაუარესება შებინდებისას, ახლომხედველობა, თვალების იოლი დაღლა; უხეშდება კანი, სუსტდება იმუნიტეტი.



B1 ვიტამინი

მდიდარია: ხორბალი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, დაუმუშავებელი საფუარი, რძე, კვერცხი. დეფიციტის დროს თავს იჩენს: იოლად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ყაბზობა.



B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)

მდიდარია: ღვიძლი და თირკმელები. 100 გ ხორცში მისი შემცველობა 0,16-0,23 მგ-ია, 100 გ რძეში – 0,1-0,13, ხოლო ხილსა და ბოსტნეულში – კიდევ უფრო ნაკლები. ბავშვმა B2 ვიტამინის დღიური მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილოს, 1,5 კგ ძროხის ხორცი უნდა მიირთვას ან 2 ლიტრამდე რძე დალიოს, რაც, დაგვეთანხმებით, არცთუ ისე იოლია. დეფიციტის დროს ადამიანს აღენიშნება საერთო სისუსტე, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში (ანგულარული სტომატიტი), ენა ჟოლოსფერი და შეშუპებულია, მის კიდეებზე კბილების ჩანაჭდევები ჩნდება. თვალები იოლად იღლება, თავს იჩენს სინათლის შიში, ვითარდება კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება).



B5 ვიტამინი (პანთოტენის მჟავა)

მდიდარია: მცენარეული სურსათი: ბარდა, საფუარი, თხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურა, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო; ცხოველური სურსათი: ღვიძლი, თირკმელები, გული, ქათმის ხორცი, კვერცხის გული, რძე, ხიზილალა. გარდა ამისა, პანთოტენის მჟავას გამოიმუშავებს ნაწლავის ჩხირი, რომელიც ადამიანის ნაწლავის სანათურში საკმაოდ ბევრია. დეფიციტის დროს აღინიშნება: იოლად დაღლა, დეპრესია, უძილობა, თავის, კუნთების, ქვედა კიდურების ტკივილი, ტერფების შეწითლება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფეხის თითების დაბუჟება. რაც მთავარია, B5 ვიტამინის ნაკლოვანების დროს ითრგუნება იმუნიტეტი და ბავშვს ხშირად ხვდება ინფექცია.



B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)

მდიდარია: ხორცი, განსაკუთრებით – ღვიძლი და თირკმელები, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, ქერი, თუმცა მარცვლეულიდან პირიდოქსინი გაცილებით უარესად შეითვისება, ვიდრე ცხოველური საკვებიდან. დეფიციტს დროს აღინიშნება ხასიათის ხშირი ცვლილება, აგზნებადობა, პირის ღრუსა და ენის ლორწოვანის ანთება. თუ ახალშობილს B6 აკლია, შესაძლოა, კრუნჩხვა განუვითარდეს.



B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)

მდიდარია: უმთავრესად – ცხოველური სურსათი: საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტი, რძე, ყველი. თუ ადამიანი სრულფასოვან საკვებს იღებს, ციანკობალამინის დეფიციტი არ ვითარდება. დეფიციტის დროს თავს იჩენს: ანემია, ტვინის ქსოვილის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც უმთავრესად ნევროლოგიური სიმპტომებით, ძლიერი გაღიზიანებით, კიდურების დაბუჟებით ვლინდება



ფოლიუმის მჟავა

მდიდარია: ვიტამინის სახელწოდება ლათინური სიტყვა "ფოლიუმიდან” მომდინარეობს, რაც ფოთოლს ნიშნავს. შესაბამისად, მას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, პრასი, სალათი და სხვა. გარდა ამისა, იგი გვხვდება ხორცში, ღვიძლსა და თირკმელებში. ამ ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის – შესაძლოა, დაირღვეს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირება, განვითარდეს ჰიდროცეფალია, ანენცეფალია (თავის ტვინის არარსებობა).



C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)

მდიდარია: ძირითადი წყაროა ახალი ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ასკილის ნაყოფი, შავი მოცხარი, წიწაკა, ლიმონი, ფორთოხალი. ასკორბინის მჟავა ბევრია კომბოსტოს მწნილშიც, ხოლო ვაშლსა და კარტოფილში – შედარებით ნაკლებია. დეფიციტის დროს ითრგუნება იმუნიტეტი, ხშირდება ინფექციური პათოლოგიები და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გარდა ამისა, პატარებს აწუხებთ საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, სახსრების ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა.



D ვიტამინი (კალციფეროლი)

მდიდარია: ის უმთავრესად კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. მოიპოვება საკვებშიც: რძესა და რძის ნაწარმში, თევზის ქონში, კვერცხის გულში. ვიტამინის წინამორბედი (პროვიტამინი) ნაწილობრივ საკვების სახით ხვდება ორგანიზმში, ნაწილობრივ კი ორგანიზმშივე არსებული რაც მთავარია, ბავშვს არამც და არამც არ მოვაკლოთ მზის სხივების ალერსი.



E ვიტამინი (ტოკოფეროლი)

მდიდარია: მცენარეული ზეთი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, მწვანილი. ნაკლოვანებისას აღინიშნება: კუნთოვანი სისუსტე, ანემია. ახალშობილებში E ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს ანემიას, მხედველობის დარღვევებს, ხშირდება ფილტვის დაავადებებიც.



K ვიტამინი

მდიდარია: ნაწილობრივ ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმები წარმოქმნიან. მოიპოვება მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, ასკილის ნაყოფში, ბრიუსელისა და ყვავილოვან კომბოსტოში, ჭინჭარში, ხორბალში, სოიაში, ჭვავში, შვრიაში, მწვანე ჩაიში, ლამინარიაში (ზღვის კომბოსტოში). ცხოველური საკვებიდან K ვიტამინს ყველაზე მეტს კვერცხი და ღორის ღვიძლი შეიცავს. დეფიციტი იშვიათად ვითარდება. ამ დროს თავს იჩენს: კანქვეშა სისხლჩაქცევები, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნიდან. K ვიტამინის უკმარისობის ადრეულ ნიშნად სისხლში პროთრომბინის დონის დაქვეითება მიიჩნევა. დეფიციტი ახალშობილებში მოზრდილებზე უფრო ხშირად იჩენს თავს: რძე ჩვილს საკმარისი ოდენობის K ვიტამინს ვერ აწვდის და ვითარდება ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს: სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, ჭიპიდან, კუჭიდან, სასქესო ორგანოებიდან. ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები. აღინიშნება სისხლიანი ღებინება, კუპრისებრი განავალი.



H ვიტამინი (ბიოტინი)

მდიდარია: ბევრია საქონლის ღვიძლში, მიწის თხილში, პარკოსნებში. დეფიციტის დროს თავს იჩენს: სებორეული დერმატიტი, ანემია, თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, ენის ლორწოვანი გარსის ანთება, უძილობა, უმადობა, გულისრევა.



წყარო: kveba.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1490 | დაამატა: natia | ტეგები: ვიტამინები და მინერალები ბავშვებისთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: