მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ვისკი ჩივას რეგალი
21:28
ვისკი ჩივას რეგალი


ვისკი ჩივას რეგალი

                                                    

ჯეიმს და ჯონ ჩივასების ამბიციური გეგმა საკმაოდ მარტივი და გენიალური იყო, ისინი კლიენტს უბრალოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს თავაზობდნენ. თუმცა სანამ ამ საფეხურს მიაღწევდნენ ყველაფერი სხვაგვარად იყო. და რამდენადაც იმ დროისათვის მხოლოდ ალაოს სორტისგან იქმნებოდა სასმელი, იმდენად რისკთან იყო დაკავშირებული მაღალი ხარისხის დაცვა. თუმცა მიუხედავად ამისა, ძმები ჩივასები მაინც ოცნებობდნენ რომ მარტივად და ამასთანავე უმაღლესი ხარისხის სასმელი შეექმნათ, რომლითაც მეგობრებთან ერთად დატკბებოდნენ.  და აი მიზანსაც მიაღწიეს: მაღაზიაში, რომელიც ჯეიმს და ჯონ ჩივასებს ეკუთვნოდათ, საუკეთესო პროდუქტები და შოტლანდიაში წარმოებული სასმელები იყიდებოდა, მათ ძირითადად მდიდარი ფენის კლიენტურა  ყავდათ, ვინაიდან ჩივასების მაღაზიაში შესაძლებელი იყო დახვეწილი და ძვირფასი პროდუქტის შეძენა მთელი მსოფლიოდან. ასე მაგალითად ელიტის წარმომადგენლები ჯერ არომატული ყავითა და ეგზოტიკური სანელებლებით დაიწყებდნენ, შემდეგ კი ფრანგული კონიაკითა და კარიბის კუნძულებიდან ჩამოტანილი რომით ასრულებდნენ. ძალიან მალე აბერდინში ძმები ჩივასების მაღაზია ნამდვილ დელიკატესების მაღაზიად იქცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შოტლანდიაში არ იყო ვისკი, რომელიც მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, ჩივასებმა კი ისარგებლეს ამ შემთხვევით და შექმნეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე ვისკი. ხმა ახალი სორტის შესახებ საკმაოდ სწრაფად გავარდა, და თითქმის ყველა მასპინძელი სტუმარს უკვე ახალი ვისკის ბოთლით ხელში ხვდებოდა. აი ასე, დიდი წვალების მიუხედავად ძმებმა მაინც მოახერხეს მათ მიერ შექმნილი სასმელი ზუსტად ისეთი ცნობილი ყოფილიყო, როგორიც Chivas Regal 12 გახდა. 1837 წელს, როდესაც დედოფალი  ვიქტორია ტახტზე ავიდა, იგი უცებ მზარდი იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მეფურად ცხოვრობდა, მაინც ხშირად უჩნდებოდა სურვილი დრო არაოფიციალურად, მეგობრების წრეში გაეტარებინა. როდესაც იგი პირველად ესტუმრა შოტლანდიას, ერთი ნახვით შეუყვარდა მისი სიმშვიდე, სილამაზე და მაღალი ფარდოდგაშლილი მთები, ამიტომ მან მოუხშირა ამ ქვეყანაში ვიზიტებს და უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდებოდა მისი სტუმრობა შოტლანდიაში, განსაკუთრებით კი მის უდიდებულესობას ბალმორალის სამფლობელო იზიდავდა, მათ კი სასწრაფოდ დაიწყეს ძებნა პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების ისეთი მიმწოდებლის, რომელიც ღირსეულ, მეფურ სუფრას დააკმაყოფილებდა. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე მიიღო წერილი ჯეიმს ჩივასმა ლივერპულელი ლორდისგან, რომელშიც ატყობინებდა, რომ კომპანია "Chivas Brother” დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე მაღალი ხარისხის პროდუქციის ოფიციალურ მომწოდებლად ცხადდებოდა. Chivas Brother-სსა და ბრიტანეთის სამეფო კარს შორის კავშირი საკმაოდ საიმედო და გრძელვადიანი აღმოჩნდა და ძმები უბადლო სტატუსით სარგებლობდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ვისკის "Civas regal 12” - ეს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაიწყო, სადაც ამ სასმელმა დიდ წარმატებებსა და პოპულარობას მიაღწია. სხვათა შორის ეს ყველაფერი "მშრალი კანონისწინა პერიოდში მოხდა. აი ასე, ახლა ალბათ უკვე ხვდებით, თუ რატომ ასოცირდებოდა ძმები ჩივასების გონებაში ვისკი "Civas regal” აუხდენელი ოცნებების ასრულებასთან.

 

წყარო: avtoradio.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1733 | დაამატა: natia | ტეგები: ვისკი ჩივას რეგალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: