ვირთევზას ფილე ღვინის სოუსით
მასალა:
ვირთევზას ფილე 600გრ.
წითელი ღვინო 300 მლ.
ნიგოზი 100გრ
ნიორი 2-3 კბილი
ნიახური 3 ძირი
ქინძი 3 ძირი
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მომზადებული ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ
მოსახარშად ფორმაზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები, მარილი,
წიწაკა, დავასხათ ღვინისა და წყლის ნარევი (300 მლ.გ.) და მოვხარშოთ 10 წუთი.
მოხარშული თევზი მოვათავსოთ ღრმა თეფშზე, თევზის ბულიონი გავწუროთ დუშლკზე, შემდეგ
ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი, ვხარშოთ 10
წუთი.მომზადების შემდეგ სოუსი მოვასხათ თევზს. გავაფორმოთ დაჭრილი მწვანილით.
|